უფასო ინსტრუმენტი

სარწმუნო
შუალედის კალკულატორი

რა სიზუსტით შეიძლება ვისაუბროთ კვლევის შედეგზე?

შეიყვანეთ მონაცემები

სარწმუნო შუალედის კალკულატორი

მაგ: 43 (გამოკითხულთა 43% ეთანხმება)

კვლევაში მონაწილეთა საერთო რაოდენობა

სარწმუნო შუალედი (Confidence Interval)
—
—
—
—
შედეგი (p)
—
შეცდომის ზღვარი
—
შერჩევის ზომა
—
სარწმუნოობა
კვლევითი ცენტრის მომსახურება

კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია

თუ გეგმავთ კვლევას და გსურთ, რომ მისი შედეგები სტატისტიკურად სანდო იყოს, შეგვიკვეთეთ კვლევის მეთოდოლოგიური დიზაინი: შერჩევის გეგმიდან, - შედეგების სიზუსტის შეფასებამდე.

შეთავაზების მოთხოვნა

შეავსეთ ფორმა და ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოგიგზავნით შეთავაზებას.

გაიხსნება თქვენი ელ-ფოსტა უკვე შევსებული წერილით მისამართზე researchcenter@porcg.info.

გამოყენებული ფორმულა
პროპორციის Confidence Interval
სტანდარტული სტატისტიკური მეთოდი სოციოლოგიურ კვლევაში
CI = p ± Z × √(p(1−p) / n)
p — შედეგი (პროპორცია)
n — შერჩევის ზომა
Z — კრიტიკული მნიშვნელობა
95% → Z = 1.96
90% → Z = 1.645
99% → Z = 2.576
წყარო Agresti, A. & Franklin, C. (2013). Statistics: The Art and Science of Learning from Data, 3rd ed. Pearson.

ძირითადი ცნებები

სარწმუნო შუალედი (Confidence Interval)

კვლევის შედეგი არასდროს არის ერთი ზუსტი რიცხვი — ის ყოველთვის შუალედია. მაგალითად, 1200 რესპონდენტის შემთხვევაში 43% შედეგი სინამდვილეში შეიძლება 40.2%-დან 45.8%-მდე იყოს. Confidence Interval სწორედ ამ შუალედს გვიჩვენებს.

შეცდომის ზღვარი (Margin of Error)

CI-ის ნახევარი — ანუ ±რამდენით შეიძლება გადაიხაროს შედეგი. მაგ: ±2.8% ნიშნავს, რომ შედეგი 43% ± 2.8%, ანუ 40.2%-დან 45.8%-მდეა.

რატომ მცირდება შუალედი?

რაც მეტი ადამიანი გამოიკითხება, მით უფრო იკლებს შუალედი. n=400-ზე ±4.8%, n=1200-ზე ±2.8%, n=2000-ზე ±2.2%. ამიტომ დიდი შერჩევა = მეტი სიზუსტე.

50%-თან ახლოს შედეგი უფრო მაღალ ინტერვალს იძლევა

p=50% ყველაზე "გაურკვეველი" შედეგია — შუალედი მაქსიმალურია. p=90% ან p=10% კი ბევრად უფრო დაბალ ინტერვალს იძლევა, რადგან შედეგი უფრო ნათელია.