უფასო ინსტრუმენტი

შერჩევის ზომის
კალკულატორი

განსაზღვრეთ, რამდენი ადამიანის გამოკითხვა გჭირდებათ დაგეგმილი კვლევისთვის.

გამოთვალეთ თქვენი შერჩევა

შერჩევის კალკულატორი

კვლევის სამიზნე ჯგუფის მთლიანი ზომა

რამდენად დარწმუნებული გსურთ იყოთ

მისაღები გადახრა სიზუსტიდან

5%

50% = ყველაზე კონსერვატიული შეფასება

50%
საჭირო შერჩევის ზომა
—
—
გენ. ერთობლიობა
—
სარწმუნოობა
—
შეცდომის ზღვარი

PORCG-ს შეუძლია ეს კვლევა სრულად ჩაატაროს: კითხვარის შემუშავება, საველე სამუშაო, მონაცემთა ანალიზი და ანგარიში.

კვლევის ფასის მოთხოვნა

შეავსეთ ფორმა და ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოგიგზავნით შეთავაზებას. ვალდებულება არ გაქვთ.

ღილაკზე დაჭერისას გაიხსნება თქვენი მეილი უკვე შევსებული წერილით მისამართზე researchcenter@porcg.info - დარჩება მხოლოდ „გაგზავნა“.

გამოყენებული ფორმულა
Cochran (1977) — გავრცელებული შერჩევის ზომის ფორმულა
საერთაშორისოდ აღიარებული და სამეცნიერო კვლევაში ფართოდ გამოყენებული მეთოდი
n₀ = (Z² × p × q) / e²
n = n₀ / (1 + (n₀ − 1) / N)
n₀ — საწყისი შერჩევის ზომა
n — კორექტირებული შერჩევა
Z — კრიტიკული მნიშვნელობა (95%→1.96)
p — სავარაუდო პროპორცია
q — 1 − p
e — შეცდომის ზღვარი
N — გენერალური ერთობლიობა
წყარო Cochran, W.G. (1977). Sampling Techniques, 3rd edition. John Wiley & Sons.

ძირითადი ცნებები

გენერალური ერთობლიობა (N)

ჯგუფი, რომელზეც გსურთ დასკვნების გავრცელება. მაგ: ქვეყნის მოსახლეობა, კომპანიის ყველა თანამშრომელი, დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები თუ ქალაქის ამომრჩევლები.

შერჩევა (n)

გენერალური ერთობლიობიდან შერჩეული ის ადამიანები, ვისაც რეალურად გამოკითხავთ.

სარწმუნოობის დონე (Z)

რამდენად დარწმუნებული გსურთ იყოთ შედეგებში. 95% ყველაზე გავრცელებულია.

შეცდომის ზღვარი (e)

მისაღები სიზუსტის ფარგლები. ±5% ყველაზე პოპულარულია და ნიშნავს, რომ შედეგი რეალობიდან 5 პროცენტულ პუნქტამდე შეიძლება ცდებოდეს.

მოსახლეობის პროპორცია (p)

თუ წინასწარ არ იცით, მოსახლეობის რამდენ პროცენტს ეკუთვნის სასურველი თვისება, გამოიყენეთ 50%. ეს ყველაზე კონსერვატიული შეფასებაა.